|
2018-06-18 18:26:20, 1029 ნახვა
სამართალი
სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტზე 4 პოლიციელს საყვედური, მათ ხელმძღვანელს კი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შსს-ს ხუთი თანამშრომლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთა. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა პოლიციამ სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. პოლიციის ოთხ თანამშრომელს დისციპლინური სახდელი - საყვედური შეეფარდა, ხოლო ადგილზე მყოფ ხელმძღვანელ პირს - სასტიკი საყვედური. ზაზა სარალძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნულ საქმეში მთელი ჯგუფის პასუხისმგებლობა გამოკვეთილიყო. „დღეს ჩვენ გენინსპექციაში ვიმყოფებოდით სასამართლოს სასადილოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმებით გამოვლინდა ხუთი პირის სამსახურებრივი დისციპლინური გადაცდომა. ზომად გამოყენებული იქნა, როგორც საყვედური, ასევე ხელმძღვანელი პირის მიმართ სასტიკი საყვედური, რაც თავის თავში დასჯის მიმართულებით კიდევ უფრო მეტს მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი ჯგუფის პასუხისმგებლობა გამოკვეთილიყო“, - განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)