20:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 13:06:55, 835 ნახვა

სამართალი
ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის და ifact-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემას, „შაბათის კურიერს“ და ასევე, „ifact“-ის წარმომადგენელს მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ეკა ბესელიამ განცხადება საკუთარ სოციალურ გვერდზე გაავრცელა.

დეპუტატის თქმით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და  სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

„ვეხმიანები ტელეკომპანია რუსთავი 2 ის შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, სადაც რუსთავი 2 ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელა განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. კერძოდ, მე დამაკავშირა კომპანია ,,Qnet,,-თან და მის საქმიანობასთან რაც არის სრული სუცრუე.

მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.

ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ , რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით.

ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო მივმართავ სასამართლოს რუსთავი 2 და ჟურნალიტთა ჯგუფის ifact ის წინააღმდეგ“, - ანიშნულია ეკა ბესელიას განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics