|
2018-06-15 18:14:36, 800 ნახვა
სამართალი
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მოტოციკლეტი ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლეტზე მსხდომი ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ორივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ორივე მამაკაცს აღენიშნება დაჟეჟილობები და ამჟამად ემერჯენსშია მოთავსებული. უტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა დაზიანების დასადგენად“, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 176-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)