22:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 17:04:50, 877 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს შეხვდა.

შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის წევრები და თიბისი ბანკის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში თიბისი ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ერთობლივად განხორციელებული პროექტებიც.

აზიის განვითარების ბანკი თიბისი ბანკთან  2011 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკებმა ერთობლივად განახორციელეს 150 მილიონი დოლარის  ღირებულების პროექტები და კვლავაც აგრძელებენ თანამშრომლობას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ADB-ის წარმომადგენლებმა პორტის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მენეჯმენტსა და ADB-ს შორის.

აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით.  ADB-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 2017 წლისთვის 32.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics