22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 13:08:25, 1236 ნახვა

ეკონომიკა
UNICEF - საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017" თანახმად, 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა.

შემოსავლების მატება, ძირითადად, სახელფასო და თვითდასაქმებულების შემოსავლების ზრდამ გამოიწვია. დაფიქსირდა ტენდენცია, რომ ადგილობრივი შინამეურნეობები ნაკლებად დამოკიდებული ხდებიან უცხოეთიდან გადმორიცხულ ტრანსფერებზე და მეტ შემოსავალს სწორედ საკუთარი შრომიდან იღებენ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. შრომის ანაზღაურების მატება ნიშნავს მეტ განკარგვად შემოსავალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გაიზარდა სოციალური დახმარების მოცულობაც. 

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ნომინალურ გამოხატულებაში 31 პროცენტით გაიზარდა სახელფასო შემოსავლები. ის 95 ლარით გაიზარდა და 403 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საერთო შემოსავლების მატებაში უშუალოდ ხელფასის ზრდამ ნომინალურ ზრდაში 15.6 პროცენტი შეადგინა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლები. მატებამ 51 ლარი შეადგინა და  147 ლარი შეადგინა. მისი წვლილი შემოსავლების ნომინალურ ზრდაში 8.4 პროცენტულ პუნქტს, ხოლო რეალურ ზრდაში 6.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

კვლევის თანახმად, 30 ლარით გაიზარდა სოციალური გასაცემლები და 173 ლარი შეადგინა. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს მთლიან საბიუჯეტო ხარჯებში სოციალური მიმართულების ზრდას ქვეყნის შემოსავლების გადანაწილების კუთხით.

კვლევის თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტი გახდა უფრო მეტად სოციალური და სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული. მაღალი სოციალური გასაცემლების წვლილი იმაზე მიუთითებს რომ უღარიბესი მოსახლეობისათვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება გაიზარდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics