|
2018-06-11 18:18:56, 1673 ნახვა
სამართალი
ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოდან დიღმის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. თავად კუპრავა და სხვა დაკავებული პირები სასამართლო პროცესს არ ესწრებოდენენ, რადგან ის პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც სხდომის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, კუპრავას და მისი მეგობრების დაკავება წინასწარ იყო დაგეგმილი. „ეს წინასწარ იყო გაწერილი. მიზანი არის კუპრავასა და ჩემი მეგობრების დისკრედიტაცია, რომლებიც აღარ უნდა დასწრებოდნენ აქციებს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, ზვიად კუპრავა და აქციის სამი მონაწილე სამართალდამცველებმა დღეს, გამთენიისას დააკავეს. მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)