13:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-10 18:49:18, 840 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: მოვუწოდებ მმართველ გუნდს, ჩვენთან ერთად დადგნენ სცენაზე და შეებრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ხორავას ქუჩაზე მოკლური ერთ-ერთი არასრულწლონის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა.

მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

სიტვით გამოსვლამდე სარალიძემ მომიტინგეებს თხოვნით მიმართა, წუთიერი დუმილით, პატივი მიეგოთ გომბორში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულების ხსოვნას.

ზაზა სარალიძემ მმართველ გუნდს  გამოსვლისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ მმართველ გუნდს ჩვენთან ერთად დადგნენ სცენაზე და ჩვენთან ერთად შეებრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას. იქიდან გამომდინარე რომ ყველასთვის კარი არის ღია, ვისაც სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა წყურია. მოვიდეს ნებისმიერი. არავის ხელს არ ვკრავთ ჩვენ. აბსოლუტურად ყველა ადამინი. აი ვნახოთ, თუ გული უძგერთ და შეტკივათ ჩვენი შვილების ჭირი, ვთხოვ რომ მობრძანდნენ, დაგვიდგენ გვერდით“,- განაცხადა სარალიძემ.

 აქციაზე, ასევე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც. 

 შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია „ნუ მომკლავ!“ მიმდინარეობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics