03:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 19:16:25, 3120 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიაში 7 მეჩეთს დახურავენ და 40-მდე იმამს გააძევებენ

ავსტრიაში 7 მეჩეთი დაიხურება, - ამის შესახე Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მეჩეთების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული შემოწმების შემდეგ მიიღო. 

მედიის ცნობით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავსტრიიდან 40 იმამს გააძევებენ. 

როგორც ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, იმამები უცხო ქვეყნიდან ფინანსდებოდნენ. მანვე განარტა, რომ ავსტრია რელიგიის თავისუფლების მომხრეა, თუმცა კურცის შეფასებით, ქვეყანაში ადგილი პოლიტიკურ ისლამს და რადიკალიზმს არ უნდა ჰქონდეს. 
კურცის ინფორმაციით, დაიხურება ყველა ის მეჩეთი, რომელიც "თურქულ-ისლამური გაერთიანების" მიერაა მხარდაჭერილი. ავსტრიის ხელისუფლება ხსენებულ ორგანიზაციას თურქული ნაციონალიზმის გავრცელებაში ადანაშაულებს. კანცლერის თქმით, აღნიშნნული ნაბიჯები ხელისუფლებამ ისლამურ რელიგიურ საზოგადოებასთან უკვე შეთანხმებულია. მანვე დასძინა, რომ მეჩეთებმა "ისლამის შესახებ" კანონი დაარღვიეს. 

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის ჰერბერტ კიკლის  განცხადებით, ყველა ხსენებული ნაბიჯი ქვეყანაში მოქმედი კანონის ფარგლებში გადაიდგმევა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics