|
2018-06-08 15:27:16, 1449 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანმა ენერგეტიკული ქარტიის ფორუმზე საქართველოს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა
7 ივნისს რუმინეთშის ქალაქ ბუქარესტში ენერგეტიკული ქარტიის ფორუმი გაიმართა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა მიიღო მონაწილეობა. სესიაზე, რომელიც ენერგოეფექტურობას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, აგრეთვე მათი დაძლევის გზებსა და მეთოდებს შეეხებოდა, გიორგი ჩიქოვანმა მოხსენება გააკეთა. მასთან ერთად, აღნიშნულ სესიაში მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი ანტონ ანტონი, მალტის ენერგეტიკის მინისტრი ჯოზეფ მიზი, ასევე ალბანეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მინისტრის მოადგილეები. გიორგი ჩიქოვანმა გამოსვლაში ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიულ მიმართულებებსა და რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, მან ასევე აქცენტი გააკეთა ენერგოეფექტურობის ჩარჩო მარეგულირებელ კანონმდებლობის შემუშავებაზე, აგრეთვე ენერგოეფექტურობის უპირატესობებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა (NEEAP) ითვალისწინებს 4 ძირითად მიმართულებას, ესაა ინდუსტრია, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და შენობები. ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება მოხდება 2018 წლის ბოლომდე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)