22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 11:13:29, 1436 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტა“ EMS მომსახურების ხარისხით მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა

2018 წლის პირველი კვარტლის შეფასების მიხედვით, საქართველოს ფოსტა EMS მომსახურების ხარისხის კუთხით მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. საფოსტო ოპერატორებს აფასებს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია PWC-ი, მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების მიერ დადგენილი სპეციალური საოპერაციო და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

„ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 180 საფოსტო ოპერატორს შორის დაიკავო მეორე ადგილი, ხოლო ევროპაში იყო პირველი. ამისათვის მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს, რომელმაც დიდი შრომა გაწია ასეთი შედეგების მისაღწევად. მართალია ეს მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენ სულ მცირე შევძლებთ ამ შედეგის შენარჩუნებას, თუ გაუმჯობესებას არა. მსოფლიო საფოსტო კავშირის და პოსტევროპის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეიმუშავა ახალი საოპერაციო მოდელი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების ყველა სტანდარტს“ - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 180 საფოსტო ოპერატორს პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics