|
2018-06-06 16:13:51, 527 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, აჭარის დასაქმების სააგენტოს - ,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პროგრამა აჭარის რეგიონში, სახელმწიფო, საზოგადოებრივ და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა. პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოკლევადიანი სასწავლო მოდულის საშუალებით პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლებას. პროგრამის პროფესიები შეირჩევა პროგრამის მოსარგებლე პირთა უნარების, მათი საჭიროებებისა და აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერირებად დამსაქმებელთა გამოკითხვის შედეგების შესაბამისობის საფუძველზე. ,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამას ტედერში გამარჯვებული ორგანიზაცია - განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)