21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 16:10:44, 1343 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და კორეას შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კორეის რესპუბლიკის საოკეანო და თევზჭერის სამინისტროს  შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მხარეებს წარმოადგენენ კორეის საზღვაო საქმეთა და უსაფრთხოების ბიურო და  სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“. 

მემორანდუმი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას, სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.  დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომელთა ურთიერთგაცვლით პროგრამებსა  და სამუშაო პრაქტიკის გაზიარებას ნავიგაციის დამხმარე საშუალებების გასავითარებლად, რათა საზღვაო ტრანსპორტირებისას საზღვაო  ინცინდენტების პრევენციის გზით მოხდეს ადამიანის სიცოცხლის, ქონებისა და გარემოს დაცვა.
მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ დელეგაციის კორეის ქალაქ ინჩონში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა - დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA)-ს რიგით მე-19 კონფერენციაში.

კონფერენციაზე განხილულ იქნა მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში  უსაფრთხო ნაოსნობასთან დაკავშირებული თემები, ასევე  IALA-ინდუსტრიული წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იყო  ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა. კონფერენციის ფარგლებში  ჩატარებული იქნა IALA -ს საბჭოს არჩევნები, სადაც საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი რევაზ ბაბილუა ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ დელეგირებული იყო  დამკვირვებლის სტატუსით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics