13:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 13:57:28, 1036 ნახვა

კომენტარი
ჭიჭინაძე კომისიის შემადგენლობაზე: რა პრინციპით შეარჩიეს ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში უკურეაქციას გამოიწვევენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებოს კომისიის შემადგენლობით უკმაყოფილოა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისია ისეთი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, რომ საზოგადოებაში ნდობის გაჩენის ნაცვლად, უკურეაქციას გამოიწვევს.

"კომისია უნდა შექმნილიყო იმისთვის, რომ ხალხში ნდობა გაღზრდილიყო. კომისიის სიითი შემადგენლობა, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. თუ ჩვენ ადამიანს ვეძახით სიტყვაზე, მრავალი წლის განმავლობაში, რომ ის არის არჩევნების მთავარი გამყალბებელი და ის ადამიანია სიაში, და ასე სახელობით რომ გავყვეთ, ყველა ადამიანის მიმართ ჩნდება კითხვები. არა მგონია ამ კომისიამ საზოგადოეობაში ნდობა დააბრუნოს. ამიტომ, მაინტერესებს რა პრინციპით შეარჩიეს ეს ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ნდობის გაჩენის ნაცვლად, უკურეაქციას გამოიწვევენ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობასა და დამტკიცებაზე მსჯელობენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics