22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 11:45:50, 1108 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩთან ორმხრივი ქართულ-ლატვიური ურთიერთობები განიხილა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩს დანიშვნა მიულოცა და უსურვა წარმატებული საქმიანობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოსა და ლატვიის სამომავლო ურთიერთობებზე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო - ლატვიის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის განვითარებაზე ელექტრონული სერვისების, სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭრისა და „მწვანე" - ტექნოლოგიების მიმართულებით.

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული კავშირები გაღრმავდება, ხოლო თანამშრომლობის მიმართულებები მრავალფეროვანი და უფრო ნაყოფიერი გახდება.

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics