|
2018-06-05 11:20:54, 815 ნახვა
რეგიონი
რაულ ხაჯიმბა სირიაში ვიზიტს გეგმავს და ასადს სოხუმშიც ეპატიჟება
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სირიაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ხაჯიმბას პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი რაულ ხაჯიმბამ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი სოხუმშიც დაპატიჟა. „4 ივნისს რუსეთში აფხაზეთისა და სირიის ელჩების შეხვედრა გაიმართა. გაიმართა მსჯელობა სირიაში რაულ ხაჯიმბას ვიზიტის შესაძლებლობაზე, აფხაზურმა მხარემ კი ბაშარ ასადი სოხუმში მიიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)