21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 11:13:34, 1280 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა მხედველობადაქვეთებული ადამიანებისთვის ინტერნეტით სარგებლობის გამარტივების მნიშვნელობაზე ისაუბრა

„საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ინტერნეტის  რიგითი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის საკითხს, თუმცა კვლავ პრობლემატურია ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მხედველობის არმქონე და სუსტი მხედველობის მქონე დაახლოებით 25 000 ადამიანი ცხოვრობს, მათი კომუნიკაციის საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ თბილისში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრი დააარსა.

„საზოგადოების ამ ნაწილისთვის შეზღუდულია როგორც ინტერნეტით, ისე სპეციალიზებული ტექნიკით სარგებლობის შესაძლებლობა. მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომუნიკაციის საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წელს ჩვენ დავაარსეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრი, რომელიც თბილისში მცხოვრებ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს ემსახურება. ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიეცათ ინტერნეტ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics