|
2018-06-05 10:50:27, 1182 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ დამტკიცდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება. „ევროპული საქართველოს“ წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი თანამდებობის და იურიდიული პირისთვის სავალდებულო იქნება. „სხდომაზე გამოცხადდება და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი თანამდებობის და იურიდიული პირისთვის სავალდებულო იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ამასთანავე, 17 კაციან კომისიაში 9 დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ იქნება.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)