03:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 16:50:56, 2634 ნახვა

მსოფლიო
დრეზდენში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

გერმანიის ქალაქ დრეზდენში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, - ამის შესახებ DNN იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქში მდებარე მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში მოხდა, რა დროსაც 47 წლის ქართველი დაჭრეს, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე კი, მსუბუქად დაშავდა. გერმანული სააგენტო მოქალაქეების ვინაობას არ ასახელბს, თუმცა ცნობილია მათი ასაკი. დაპირისპირების დროს დაშავდნენ 26, 33 და 34 წლის პირები.

მედიის ცნობით, ფიზიკურ დაპირისპირებაში 60-მდე ადამიანი მონაწილეობდა.  სამართალდამცველებმა ჩხუბის 15 მონაწილე დაკითხვაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.

DNN იტყობინება, რომ პოლიცია ლიბიის 2 მოქალაქეს და საქართველოს 29 წლის მოქალაქეს, საზოგადოებრივი წესრიგის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics