|
2018-06-02 14:51:37, 781 ნახვა
რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმების მონაწილეობით უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს. საქველმოქმედო აქცია ითვალისწინებს უფასო სამედიცინო პრევენციულ კვლევებს, დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტულ შემოწმებას. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან (ნუკრი) ბეჟანიძესთან ერთად გაეცნო. აქცია ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის" ინიციატივით იმართება. აქციაში მონაწილეობს 32 მაღალ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი (თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი(ექოსკოპია), გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, უროლოგი, პედიატრი, ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ალერგოლოგი, რევმატოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი, რენტგენოლოგი) შემდეგი სამედიცინო დაწესებულებებიდან: თბილისისს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ჟვანიას სახელობის პედიატიის აკადემიური კლინიკა, ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კლინიკა გიდ-მედი, საუნივერსიტეტო კლინიკა "ვივა მედი", ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის" ექიმები. პაციენტებს უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება დღის ბოლომდე შეეძლებათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)