|
2018-06-01 23:24:45, 1432 ნახვა
კომენტარი
ლევან დადუნაშვილის მამა ზაზა სარალიძეს: მთავრობა ჩვენს გვერდშია, მივცეთ შანსი - რევოლუცია მე არ მაწყობს
„ზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობაც ჩვენს გვერდშია, მივცეთ შანსი და გამოვიძიოთ ჩემო ძმაო. რევოლუცია მე არ მაწყობს, მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუკი სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდება და კითხვები მაინც დარჩება, ის საპროტესტო აქციებზე ზაზა სარალიძის გვერდით დადგება. „მე ზაზას თანადგომას ვუცხადებ. ჩემი ტრაგედია და ზაზას ტრაგედია ერთია. საქართველოს ტკივილია, მაგრამ დავიღალეთ. მე მინდა ყველას მოგმართოთ. აქ ყველა მშობელია ძირითადად. მე მინდა მოგმართოთ, ის გამოძიება რომ დამთავრდეს, ის ხალხი ვინც ზიხართ ტელევიზორებთან და თქვენს შვილებს ხელს აფარებთ, გამოვიდეთ ყველა და მივმართოთ იმათ. ის მშობლები მშობლები მაშინ იქნებიან, ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ იმათ, რომლებიც სახლში სხედან და არ გამოყავთ თავისი შვილები რომ ჩვენება მისცეს, სწორი გამოძიება წარიმართოს, სრული გამოძიება წარიმართოს. ზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობაც ჩვენს გვერდშია, მივცეთ შანსი და გამოვიძიოთ ჩემო ძმაო. ერთად შევიდეთ პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამ კანონებით ვცხოვრობ. რევოლუცია მე არ მაწყობს, მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. მაგრამ დღეს გამოსავალი არის ეს - არის ინსტანციები სადაც არის გასარკვევი, არის საჭირო საღი აზრით მიდგომა, რომ ყველაფერი ისე გაიშიფროს როგორც შენ გულს და ჩემ გულს უნდა. თუკი კითხვები დარჩება მის შემდეგ, მეც შენ გვერდში ვიქნები, შენ გვერდში ვარ ყოველთვის. მე არ ვარ კმაყოფილი გამოძიებით, ამიტომ თუ კითხვები გვრჩება უნდა გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მე ბოლომდე ველოდებოდი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. მივცეთ შანსი გამოძიებას“, - განაცხადა ლევან დადუნაშვილის მამამ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)