|
2018-05-31 22:07:17, 924 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: სრულიად ამორალური ქმედებაა, როცა ხდება პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ასეთი საქმის გამოყენება
„ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ კომისია იქნება ეფექტიანი და დაიდება ისეთი დასკვნა, რომელიც მაქსიმალურად მოჰფენს ნათელს იმ საქმეს, რომელზეც ისაუბრებს კომისია, ეს არის ჩვენი ამოცანა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელმა დისკუსიამ, მათ შორის, ოპოზიციის გამოსვლებმა, დაადასტურა, რომ კომისია პოლიტიზებული იქნება. „პოლიტიზებული ყველა შემთხვევაში იქნება კომისია. ეს დაადასტურა დღევანდელმა დისკუსიამაც, მათ შორის ოპოზიციის გამოსვლებმა. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. აქ საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების მკვლელობასთან. ამის ხელოვნურად პოლიტიზება არის ამორალური ქმედება და ჩვენ ვიხილეთ ამის სრულიად ცხადი ნიშნები, რაზეც მეც მქონდა დღეს საუბარი. ეს არის სრულიად ამორალური ქმედება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ხდება პოლიტიკური ქულების დაწერისთვის თუ სპეკულაციებისთვის ასეთი საქმის გამოყენება, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ კომისია იქნება ეფექტიანი და დაიდება ისეთი დასკვნა, რომელიც მაქსიმალურად მოჰფენს ნათელს იმ საქმეს, რომელზეც ისაუბრებს კომისია. ეს არის ჩვენი ამოცანა",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური კულტურის და მორალური ეთიკური სტანდარტების სათანადო დონეს ვერ ავლენს. „პოლიტიზებას, კიდევ ერთხელ, თავიდან ვერ ავიცილებთ ვერანაირად ამ საქმის. ეს არის შეუძლებელი, სამწუხაროდ. სამწუხაროდ, აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ავლენს პოლიტიკური კულტურის და მორალური, ეთიკური სტანდარტების, ასე ვთქვათ, სათანადო დონეს. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ამ აქციაზე დგანან სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები, ზონდერები, უბინძურეს დანაშაულებში მხილებული პირები. ესენი არიან, თავში - მიხეილ სააკაშვილი, მისი მარჯვენა ხელი - ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ჯერ სანდრო გირგვლიანი, შემდეგ ირინა ენუქიძე. ფუთავდნენ ამ დანაშაულს წლების განმავლობაში. შესაბამისად, ადამიანურად, მორალურად, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ ეს ადამიანები დღეს მიდიან აქციაზე და პოზიციებს აფიქსირებენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ჩანს იმის ნიშნები, რომ ეს ადამიანები გირგვლიანის, ენუქიძის და სხვა მრავალი ადამიანების მკვლელები ცდილობენ დომინირებას ამ პროცესებზე. მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ დამშვიდდნენ, დაეშვან მიწაზე. ეს არის ჩემი მოწოდება. მათ არ გაუვათ ეს ყველაფერი. ვერანაირ ტრაგედიას და მითუმეტეს ბავშვების ტრაგედიას, ისინი ვერ გამოიყენებენ ამორალურად პოლიტიკური ქულების დაწერისათვის. ეს არის გამორიცხული. ამის საშუალებას მათ არ მისცემს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)