|
2018-05-31 16:28:01, 963 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: მივმართავ მთელ საზოგადოებას, 19:00 საათზე დამიდექით გვერდში, რათა დავანგრიოთ ეს სისტემა
„მივმართვ მთელ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, 19:00 საათზე დამიდექით ყველა გვერდში მთავარ პროკურატურასთან, რათა დავანგრიოთ ეს სისტემა“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ზაზა სარალიძის მამამ, დავით სარალიძემ პროკურატურასთან განაცხადა. მან შსს-ს მოუწოდა, საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული პირები გაათავისუფლეს. სარალიძემ 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციასაც მიმართა, დაუყოვნებლივ მისცენ შესაძლებლობა მოსწავლეებს, რომ აქციაზე მივიდნენ. „მივმართვ მთელ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, 7 საათზე დამიდექით ყველა გვერდში მთავარ პროკურატურასთან, რათა დავანგრიოთ ეს სისტემა. არ მივცემთ ამ სისტემას უფლებას რომ ჩემს შვილს და არა მარტო ჩემს შვილს, ყველა იმ მოკლულ ადამიანს ჩააფურთხოს სულში. მივმართავ შინაგა საქმეთ მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები ვინც პოლიციამ დააკავა და მოიტაცა დღეს, აქ მოსვლის პერიოდში. ერთ საათში ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემს გვერდით. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყოვნებლივ გამოუშვას ბავშვები რომლებსაც არ აძლევენ ჩემს გვერდით და მისი მეგობრების გვერდში დგომის უფლებას“, - განაცხადა სარალიძემ. რაც შეეხება მთავარ პროკურორთან შეხვედრას, მისი თქმით, ირაკლი შოთაძე შეხვედრას არ აპირებს. „საათებია უკვე ველოდებით თავის შემოთავაზებას ბატონ შოთაძეს, როგორც ჩანს შოთაძე არ აპირებს ჩვენს იქ შეშვებას და ჩემთან მოლაპარაკებას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მის მომხრეებთან ერთად პროკურატურის შენობასთან მას შემდეგ მივიდა, რაც სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი გაამართლა, ხოლო მეორეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და იგი მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ზაზა სარალიძის თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან. აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეების დასჯას და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)