|
2018-05-30 13:20:49, 1240 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: ნებისმიერ ადამიანს შევხვდები, ოღონდ ჩემს მიერ წარმოდგენილ ჯგუფთან ერთად
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვანის მამის, ზაზა სარალიძისა და პრეზიდენტის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შევედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის ულებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ. როგორც ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთაერში განაცხადა, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მიმდინარე პროცესები. „იმ კითხვის ნიშნებზე ვისაუბრეთ, რომელზეც პრაქტიკულად პასუხი გაცემული მაქვს, მაგრამ პროკურატურას არ უნდა აღიაროს. გასაგებად და დეტალურად გავაცანი ყველაფერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას. იქიდან გამომდინარე, რომ მხარდაჭერა გვაქვს, სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს“,- განაცხადა სარალიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებენ. ზაზა სარალიძეს თქმით, ის კვლავ მზად არის შეხვდეს მთავარ პროკურორს, თუმცა საქმეში ჩართულ პროკურორებთან საუბრის აზრს ვერ ხედავს. „აბსოლუტურ თანხმობას გამოვხატავ მე ისევ და ისევ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდები, თუმცა აქამდეც ვთქვი და გავიმეორებ, იგივე პროკურორებს თუ უნდა ვესაუბრო, აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც თანახმა ვარ. ჩემ მიერ წარმოდგენილ ჩგუფთან ერთად შევხვდები, პრობლემას ვერ ვხედავ. ნებისმიერ ადამიანს შევხვდები, გინდ ძალოვანი სტრუქტურა იყოს, გინდა ოპოზიცია იყოს და გინდა პოზიცია, ოღონდ, ჩემ მიერ წარმოდგენილ ჯგუფთან ერთად და ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ მათ, კანონიერ ადვოკატზე როცა საუბრობენ. უკანონობა მალხაზ კაპანაძემ თვითონ ჩაიდინა და გაასაჯაროვა გუშინ ყველაფერი“, - განაცხადა სარალიძემ.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)