|
2018-05-30 13:16:05, 1366 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ რათა თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე - სოფელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე - სოფელი. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია, ეს არის თანაბარი გადანაწილება იმ დოვლათის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა ინკლუზიური ზრდა და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე სოფელი", - გაანცხადაქუმსიშვილმა. ბრიფინგი 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარ მაჩვენებელს შეეხებოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)