21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 12:12:26, 1343 ნახვა

ეკონომიკა
„სტარტაპ კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

„სტარტაპ კვირეული", რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ეს იყო პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  შედგა.

„სტარტაპ" კვირეულმა შეიქმნა სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთ საქმიანობა და დაამყარეს საქმიანი კავშირები. 5 დღის განმავლობაში სტარტაპერები გაეცნენ ყველა შესაძლებლობას, რასაც მათ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალი უცხოელი მენტორებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები მიეღოთ.

„სტარტაპ კვირეული"  შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც  რეგულარულ სახეს მიიღებს დაწელიწადში ორჯერ ჩატარდება. პროექტი თბილისის შემდეგ  უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება.

„სტარტაპ კვირეულის" შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.startupweek.ge.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics