21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 12:05:42, 1231 ნახვა

ეკონომიკა
Fly Dubai ქუთაისიდან რეგულარულ რეისებს იწყებს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ ავიაკომპანია Fly Dubai პირდაპირი რეისების განხორციელებას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იწყებს.

ფრენები 14 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, დამატებითი მგზავრთნაკადის გაზრდის მიზნით  ავიაკომპანიებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობის შეთავაზება მუდმივად მიმდინარეობს.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ამის ძალიან კარგი მაგალითია Fly Dubai.

"Fly Dubai საკმაოდ ბევრ რეისს ასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. შარშან დაემატა რეისები ბათუმის აეროპორტიდანაც, წელს კი უკვე Fly Dubai ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, შეუძლია ჩამოფრინდეს თბილისში და უკან გაფრინდეს ქუთაისიდან, ან ბათუმიდან, ან პირიქით. ვფიქრობთ, რომ მგზავრისთვის და ტურისტისთვის მსგავსი სერვისი  ბევრად უფრო საინტერესო და მომგებიანი შეიძლება იყოს", - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ. 

ქუთაისი-დუბაის რეისზე ბილეთების შეძენა სასურველი ფასისა და თარიღის მიხედვით ავიაკომპანიის ვებგვერდზე  https://www.flydubai.com/en/  არის შესაძლებელი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics