21:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 18:57:26, 1599 ნახვა

ეკონომიკა
ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების დაგირავება იზღუდება

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, შემოდის ახალი რეგულაცია, რომელიც ლომბარდებს და გამსესხებლებს ე.წ. კერძო მევახშეებს აუკრძალავს უძრავი ქონების და ავტომობილების იპოთეკით დატვირთული სესხების გაცემას.

„ეს იყო სრულად არა რეგულირებული სფერო, სადაც მნიშვნელოვნად ირღვეოდა მომხმარებლების უფლებები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ არ ვკრძალავთ ასეთი ტიპის ტრანზაქციებს. შემოდის ახალი რეგულაცია, რომელიც აკრძალავს ლომბარდებისთვის, კერძო მევახშეებისათვის, ეროვნული ბანკის რეგულაციის გარეთ მყოფი პირებისათვის, უძრავი ქონების და ავტომობილების იპოთეკით დატვირთული სესხების გაცემას. იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან აღნიშნული საქმიანობით, ნებაყოფლობით მოექცევიან ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ, გაიზიარებენ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს, რა თქმა უნდა, შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics