|
2018-05-28 16:05:26, 1559 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი პროკურორი ჩაერთო
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი, ინა გუგუშვილი, რომელსაც დაცვის მხარე და დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლაიშვილი ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდნენ, დღეს სასამართლო დარბაზში არ გამოცხადდა. მის ნაცვლად საქმეში ახალი პროკურორი მარიკა გოგოხია ჩაერთო. როგორც გოგოხია აცხადებს, მისი საქმეში ჩართვა პროკურორ გუგუშვილის მიმართ დაწყებულ მოკვლევას არ უკავშირდება. „ჩემი ჩართვა სისხლის სამართლის წარმოების ამ ეტაპზე ნამდვილად არ უკავშირდება ამა თუ იმ კონკრეტულ ინციდენტს. მოგახსენებთ, რომ ვინაიდან საქმე არის დასკვნით ეტაპზე და წარსადგენი არის დასკვნითი სიტყვა, შესაბამისად, მე გარკვეულ დახმარებას ვუწევ ჩემს კოლეგებს, თუმცა, აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ როგორც თბილისის პროკურატურის მუშაკი, ასევე, ჩართული ვიყავი გამოძიების პროცესში", - განაცხადა მარიკა გოგოხიამ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)