|
2018-05-26 14:30:55, 1413 ნახვა
კომენტარი
კალაძე: 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ოჯახი
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის აღსანიშნავად, ევროპული ქვეყნების ლიდერებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძე შვილებთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. სამხედრო ფიცი თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ვითარებაში 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო. „დღეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია. 100 წლის წინ საქართველომ, ჩვენმა წინაპრებმა აირჩია პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია, ევროპა, ევროპული ოჯახი. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა თაობამ ეს საპატიო მისია, რომელიც გამოდგვეცა, ღირსეულად უნდა შევასრულოთ. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და კიდევ უფრო რთული იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის. მინდა მივულოცო ჩემი ქვეყნის თოთოეულ მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოში, ასევე, საზღვრებს გარეთ. ძალიან კარგად მესმის, რამდენად რთულია თითოეული მათგანისთვის - იყოს სამშობლოს გარეთ, უცხო ქვეყანაში. ეს ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ და ძალიან ბევრს აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, 26 მაისს, ევროპელი ლიდერების საქართველოში სტუმრობა ქვეყნისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს სტუმრობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ის გზა, მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, არის გზა ევროპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით და რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ საქართველოს ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. საქართველოს მოსახლეობასა და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე, ევროკომისიის, სომხეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა მიულოცეს. ფიცის დადების ცერემონია ლიეტუვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს ჰიმნი კი, საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლადშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მოედანზე ასევე, წარმოდგენილია: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, „ჩინგორი“, „დიდგორი“, „ლაზიკა“, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, „ჰამერი“, RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი. დედაქალაქის გარდა, სამხედრო ტექნიკა გამოფენილია თელავში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ამბროლაურსა და საჩხერეში. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან დღეს, 100 წელი შესრულდა.
(NS)
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)