|
2018-05-26 09:37:41, 2053 ნახვა
ეკონომიკა
მერსი ტემბონი სტარტაპებს: ბედნიერები ხართ, რადგან გვერდში მთავრობა გიდგათ, რომელიც შანსს გაძლევთ, იდეა მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესად აქციოთ
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოებას მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სტუმარმა თავის გამოსვლაში ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ისაუბრა ასევე მთავრობის საქმიანობასა და მიღწევებზე. "თქვენ ბედნიერები ხართ, რადგან გვერდში საქართველოს მთავრობა გიდგათ, მთავრობა, რომელიც უნიკალურ შანსს გაძლევთ, თქვენი იდეა მთელს მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესად აქციოთ. ამიტომ გამოიყენეთ ეს შანსი, არასდროს გაჩერდეთ და მუდმივად იფიქრეთ თქვენი სტარტაპის განვითარებაზე“ - ამ სიტყვებით მიმართა მერსი ტემბონმა სტარტაპებს საუბრის ბოლოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიალი ტექნოპარკში გაიმართა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ. მათი გაადწყვეტილებით სულ 18 გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 26 თებერვალს დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 132 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 43 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)