|
2018-05-25 18:53:50, 1613 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან
საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. პირველი, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, თემატურად გაფორმებული საერთაშორისო თუ შიდა აეროპორტებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად მზად არის. ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი თემატიკით გააფორმეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი. ,,საქართველოს ყველა აეროპორტის ბრენდირება დასრულებულია. ხვალინდელ დღეს, სხვა აეროპორტების მსგავსად ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიც ღირსეულად შეხვდება. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ხვალ გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრენდირებული ღვინოები და ტკბილეული დაურიგდებათ,-‘’განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)