|
2018-05-25 18:35:01, 1262 ნახვა
კომენტარი
გიორგაძე: ულტიმატუმის ფორმა, რომელიც ძიუდოისტებმა აირჩიეს, ფედერაციაში პრობლემებს ვერ მოაგვარებს
მე პირადად არ ველოდები არც ერთ ისეთ პრინციპულ საკითხს ან პრობლემას ძიუდოს ფედერაციის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც საფუძველს მომცემდა, თუნდაც რეკომენდაციის სახით მიმემართა ფედერაციისადმი ქევხიშვილის გადადგომის თაობაზე, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ულტიმატუმის ფორმა, რომელიც ძიუდოისტებმა აირჩიეს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს არ მოაგვარებს. „მე ვფიქრობ, რომ საკითხები რომელიც არის დაკავშირებული სამწვრთნელო პროცესთან, მათ არაფერი საერთო არ აქვთ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა არ გადადგომის საკითხთან. თუ ასეთი საკითხები არსებობს ის საკითხები საკმაოდ მარტივად არის გამოსწორებადი. ხოლო ის რა განმარტებებიც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან პირველ სხდომაზე იყო ძალიან არგუმენტირებული და ძალიან ლოგიკურად დასაბუთებული და ასევე გამაგრებული სწორედ იმ საბუთებით უკვე რომელიც ჩვენ დავიტოვეთ და რომლის რევიზიაც მოხდა. ასე რომ მე არაერთხელ მითქვამს, სხვათაშორის პირველი შეხვედრის დროს სპორტსმენებს პირდაპირ ვუთხარი, რომ მიუხედავად ჩემი პირადი და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის განსაკუთრებული დამოკიდებულებისა მათ მიმართ, მე ვფიქრობ, ის ულტიმატუმის ფორმა, რომელიც მათ აირჩიეს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, არის ამ ნაწილში ჩიხური. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ვატყუებთ და ვგულისხმობთ იმას, რომ მხოლოდ საქმის და ძიუდოს განვითარებისთვის და საქმის გამოსწორებისთვის ვაყენებთ ამ საკითხს, მაშინ საქმე ასეთი ფორმით არ სწორდება“,- აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის დიალოგი. „თუ ჩვენ მართლა გვინდა, რომ დავარეგულიროთ ეს საკითხი და ისევ და ისევ ძიუდოს შემდგომ განვითარებაზე ვისაუბროთ და ვიმუშაოთ, მაშინ ერთადერთი გასაღები არის დიალოგი მხარეებს შორის და კონკრეტულად კონსტრუქციულად იმ საკითხების გადაჭრა თუკი ასეთები არსებობს, რომელიც ამ განვითარებას უშლის ხელს“,-განაცხადა გიორგაძემ.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)