|
2018-05-25 12:00:11, 1276 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის ჯილდო მიიღო
„საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ „საქართველოს ბანკი“ საქართველოში საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგიამ მოახდინა ბაზრის კვლევისა და საექსპერტო წყაროების შესწავლა, ასევე, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზი, რათა გამოევლინა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას. „ამ აღიარებით ჩვენ ვაჯილდოვებთ ბანკებს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები, მუდმივად ზრდადი და კომპლექსური ბაზრის პირობებში, არიან ყველაზე საიმედო და უსაფრთხო კასტოდიან ბანკები, რომლებსაც კლიენტის აქტივებს ანდობენ “,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ. შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც სთავაზობს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებას და შენახვას, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)