|
2018-05-25 10:41:50, 1272 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო და გერმანია საზღვაო ტრანსპორტისა და პორტების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში თანამაშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს გუიდო ბერმანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკის და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოზე გამავალი ე.წ. ,,შუა დერეფნის" გამოყენების საკითხებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ტექნიკური დახმარების გამოყოფის საკითხები. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ორ დოკუმენტს: ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციასა" და ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საზღვაო პორტებისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციას". დოკუმენტების თანახმად, ორივე მხარემ აიღო ვალდებულება, გააღრმავონ თანამშრომლობა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საზღვაო გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით, ასევე, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ პორტების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გაზრდაზე, როგორც მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბის, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდისა და მზარდი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების წინაპირობაა. შეხვედრა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიური სამიტის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)