16:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 12:25:32, 617 ნახვა

რეგიონი
ყინულის სასახლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.

სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.  ამ ეტაპზე კანადიდან ჩამოტანილი ლითონის მზა კონსტრუქციების  სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, უკვე აშენებული შენობის კარკასის კედლების ამოყვანა ხორციელდება. მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული. ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს "სტადიონი" ახორციელებს.

ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრის ჩასატარებლად, ასევე, დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების მოსაწყობად.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი საერთო ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics