|
2018-05-23 11:18:26, 1238 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, შემდეგი პრეზიდენტი იქნება ინტელექტუალი და განათლებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარ ადმინისტრაციას დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აჟღერებინებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. „პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. ნაცვლად ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომლებსაც აჟღერებინებს ხოლმე პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციას და მე პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. როცა ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, ანა დოლიძე და ასე შემდეგ, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებენ დეპუტატებს, სხვა პოლიტიკოსებს, ამ დროს შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტი ამ ადამიანებს. პრეზიდენტი არ შეიძლება, ასეთ როლში იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება ინტელექტუალი, იქნება განათლებული და ასეთი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც არის, სამწუხაროდ, ჩამოყალიბებული პრაქტიკა დღევანდელ რეალობაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს. რაც შეეხება გამარჯვებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე გააკეთა რამდენიმე არჩევანი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საზოგადოება, მისი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არ არის საუბარი თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ამომრჩეველზე, ყველას აქვს თავისი არჩევანი და ჩვენ თითოეული ამომრჩევლის არჩევანს, ბუნებრივია, პატივს ვცემთ, თუმცა, გამოჩნდა ის, რომ ქართული საზოგადოება დგას „ქართულ ოცნებასთან" და ის ახდენს იმ კურსის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების" მიერ",-განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)