|
2018-05-23 10:47:45, 1809 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, აშშ-ის კომერციის მდივანს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა, რომლიდანაც სამხრეთ კავკასია და რეგიონის სხვა ქვეყნები დაიფარება. სადღეისოდ, ოფისი, რომელიც საქართველოს და რეგიონს ფარავს, თურქეთში მდებარეობს. ქართული მხარის მხრიდან ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკული კომპანიების ინტერესი საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ, ამდენად, მიზანშეწონილი იქნებოდა, კომერციის ოფისის წარმომადგენლობის საქართველოში ამოქმედება, რაც დამატებით სტიმულს მისცემდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებას. შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და უილბურ როსს შორის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველად გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)