|
2018-05-22 15:57:20, 1254 ნახვა
კომენტარი
გელბახიანი: თუ მე „ამკიდებს“ პასუხისმგებლობას, კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მეც იგივე პასუხისმგებლობას „ავკიდებ“ შს მინისტრს
თუ მე „ამკიდებს“ პასუხისმგებლობას, კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას „ავკიდებ“ შს მინისტრს - რატომ იპარება ნარკოტიკი საზღვრებზე, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა. გელბახიანის თქმით, გამომძიებელმა მას კლუბის შესახებ დაუსვა შეკითხვები, კერძოდ, როდის გაიხსნა კლუბი, ვინ არიან მფლობელები და ა.შ. „რეალიზაციის ნაწილში იყო კითხვა, რომ თუ შევამჩნიე ვინმე ტერიტორიაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ და ჩვენი დაცვის წევრები ყოველთვის ცდილობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ რამე გამოვლინდა ეს აღკვეთონ. მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან, მენეჯმენტის მხრიდან შემჩნეული არ იყო. იმ შემთხვევაში თუ საზღვარზე შემოდის ნარკოტიკები, მაშინ ყოველი შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო. ეს ქსელია და პრობლემაა. აქ არ მზადდება ნარკოტიკები და რაც შემოდის საზღვარზე შემოდის და მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა. თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას ვკიდებ რატომ იპარება საზღვარზე. მის კომპეტენციაში შედის რომ არ შემოიპაროს,“-განაცხადა ზვიად გელბახიანმა. მისივე თქმით, მან გამომძიებელს კლუბ „ბასიანის" გახსნის შესახებ ჰკითხა, თუმცა კონკრეტული პასუხი კლუბის გახსნასთან დაკავშირებით ვერ მიიღო. „კაფე „გალერი“ გახსნეს, ბასიანი კვლავ დახურულია. ეს კიდევ ღიმილისმომგვერელია ჩემთვის. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმძაფრდება განცდა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს. „ბასიანი" და „თეთრი ხმაური“ ერთობლივად იბრძვიან სისტემის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის გამო გადაავადეს „ბასიანის“ გახსნა",- აღნიშნა გელბახიანმა.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)