11:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 11:52:20, 1244 ნახვა

კომენტარი
ქანთარია: ის, რომ ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ უნდა გამკაცრდეს, შეთანხმებულია

„ის, რომ  ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ  უნდა გამკაცრდეს, შეთანხმებულია“, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი  ქანთარიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე განუცხადა.  

მისი თქმით, გუნდში უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა ნარკოტიკის დოზებთან დაკავშირებით არსებობს.

 „ის, რომ  ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ უნდა გამკაცრდეს, შეთანხმებულია და მთავარია დოზებზე არ გამოვიდეს წახალისების ელემენტი მომხმარებლებთან დაკავშირებით. ალბათ ამაზე იქნება უფრო დავა. თუ ვამბობთ, რომ არ უნდა დავაკავოთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მოხვდეს საპყრობილეში და კრიმინალად არ უნდა ჩაითვალოს თუ რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სისტემატური ხასიათის“, - აღნიშნა ქანთარიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.  როგორც ცნობილია, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოპოლიტიკაა.

დღევანდელ სხდომას  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics