16:34 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 17:00:41, 734 ნახვა

რეგიონი
აჭარა გერმანიაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2018“ წარადგინა. საქმიანი ტურიზმის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან ერთად მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთანამშრომლობასა და სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ფრანქფურტის გამოფენაში 5200-მდე საერთაშორისო სასტუმრო, ავიაკომპანია, ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული სააგენტო და კონკრეტული ტურისტული მიმართულებების სარეკლამო კომპანია მონაწილეობს.

„ფრანქფურტის გამოფენაში წელს მეორედ მივიღეთ მონაწილეობა. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად საკონვენციო ბიუროებთან, ტურიზმის სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან. გერმანიაში აჭარის რეკლამას უკვე მეორე წელია ვანხორციელებთ და ბუნებრივია, მონაწილეობა მსგავს გამოფენებში, ახალი საქმიანი ურთიერთობები და სხვა სარეკლამო აქტივობები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას გერმანიაში. ამ ეტაპზე, აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს დოიჩე ველეს ეთერით, რასაც გერმანიიდან აჭარაში პრეს და ინფოტურებიც დაემატება.

შედეგად მივიღებთ აჭარის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს, გადაცემებსა და ტურისტული პაკეტებს, რაც რეგიონში გერმანელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics