|
2018-05-17 15:55:48, 1573 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: ცინიკურია, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ ძალადობისგან ნებისმიერ ჯგუფს დაიცავს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ლგბტ აქტივისტებს დაიცავს, ცინიკურს უწოდებს. გოცირიძის თქმით, ყველა მოძალადე უნდა იჯდეს ციხეში და არა კორდონს მიღმა. "როდესაც მთავრობა ამბობს რომ ის დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება და დაცინვა. ის რომ პოლიციის კორდონით იქნება მოძალადეების მხრიდან დაცული მეორე მხარე, ეს არაფერს ნიშნავს. მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდონს მიღმა", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)