01:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 12:16:59, 2854 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 5 მაისს გამართული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით,  ნავალნი ამ გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს.

„მე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვარ და არ მჭირდება დამატებითი კანონები, რომ გამოვიყენო ჩემი კონსტიტუციური უფლებები“, – განაცხადა ნავალნიმ სასამართლოს დარბაზში.

 მისი თქმით, მოსკოვის მერია აქციის გამართვის ტაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა მიტინგის გასამართად ნორმალური ადგილი არ შესთავაზა.

 შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის 100-მდე ქალაქში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები ლოზუნგით „ის ჩვენი ხელმწიფე არ არის“. აქციების დროს დააკავეს 1600-მდე ადამიანი.  დაკავებულებს შორის იყვნენ არასრულწლოვნები და ჟურნალისტები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics