|
2018-05-15 12:45:33, 1387 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: უხერხულია, როდესაც საგარეო მინისტრი ფაშისტურ ჯგუფებთან დაპირისპირებაზე შეკითხვას ვერ პასუხობს
ფაშისტური ჯგუფები თქვენგან არის მართული და ამიტომ ვერ გვცემთ პასუხს თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, რომელსაც პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე უსმენენ. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფები „ქართული მარშის“ სახელით რუსეთის დაკვეთას ახორციელებენ. „ძალიან უხერხულია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტულ შეკითხვას, უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ ადეკვატური ძალისხმევა, დაუსპირისპირედს ამ ქვეყანაში მოქმედ ფაშისტურ ჯგუფებს, რომლებიც „ქართული მარშის“ სახელით, რეალურად ახორციელებენ რუსეთის დაკვეთას, ვერ სცემს პირდაპირ პასუხს და საუბრობს წინა ხელისუფლების ქმედებაზე, როდესაც ამ ხელისუფლების წარომადგენელიც იყავით, თქვენ ბატონო მინისტრო. თუ სწორად მახსოვს ვერა ქობალიას მოადგილე იყავით, ამიტომ პირდაპირ გაგვეცით პასუხი რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ჯგუფების წინააღმდეგ, თქვენგან არის ეს ჯგუფები მართული და თქვენი მიზნებისთვის იყენებთ ამ ჯგუფებს და ამიტომაც ვერ გამცემთ პასუხს ამ შეკითხვაზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)