|
2018-05-14 21:23:20, 1382 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა კანონპროექტის საბოლოო ვერსია
უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ და ასევე - ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ხვალ შედგება შეხვედრა, რომელშიც მთავრობის წევრები, თბილისის მერი, პარლამენტარები დაესწრებიან. „რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გუშინ იყო ამაზე საუბარი და გაიცა დაპირებებიც, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას და ასევე - ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასოდეს შეეგუება. ასევე, ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები, აუცილებლად - თბილისის მერი, შესაძლოა, პარლამენტარებიც და ჩვენ ვისაუბრებთ ხელისუფლების კომპლექსურ გეგმაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა დაა ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს იქნება კომპლექსური, საყოველთაო ჩართულობის გათვალისწინებით შედგენილი გეგმა, რომლის აღსრულებაში, დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)