10:30 - 28 May, 2026
|
2018-05-14 12:18:56, 1335 ნახვა
კომენტარი
კალაძე: სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ დაიწყო ნარკოტიკების თემაზე მუშაობა, არასწორია
სპეკულირება იმაზე რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ დაიწყო ნარკოტიკების თემაზე მუშაობა, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა, - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რადგან ეს ქვეყნის სერიოზული პრობლემაა. „თქვენ შეგიძლიათ უამრავი მასალა მოიპოვოთ. ჩემს გუშინწინდელ გამოსვლაშიც იყო საუბარი იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ზოგადად, სახელმწიფო კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა იცავდეს ადამიანებს ნარკოტიკებისგან. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ნარკოტრეფიკს და მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება“,- აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)