|
2018-05-13 23:34:57, 1411 ნახვა
კომენტარი
ბექა წიქარიშვილი: შს მინისტრთან მოლაპარაკება გრძელდება - შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზატორი ბექა წიქარიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმდინარე შეხვედრიდან რამდენიმე წუთით გამოვიდა და მხარდამჭერებს მიმართა. წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მინისტრთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება შედგეს. „ყველა ჩვენ მოთხოვნაზე მიდის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. შესაძლოა ჩვენ მივიღოთ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგები, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, რაღაც პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ეს არის ჩვენი ტონი. დავბრუნდები, მოვალ და გეტყვით ყველაფერს. მთავარია ვიყოთ ერთიანად, ძლიერად, მტკიცედ. მადლობა რომ ხართ აქ და იბრძვით სიმართლისთვის“, - განაცხადა წიქარიშვილმა და შეხვედრაზე დაბრუნდა. ცნობისთვის, დაახლოებით ნახევარი საათია, რაც შს მინისტრი პარლამენტში აქციის ორგანიზატორებს ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)