|
2018-05-13 22:41:45, 1362 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი: მიეცით საშუალება პოლიციას, შეასრულონ თავისი მოვალეობები და დაიცვან უსაფრთხოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს თხოვა, პოლიციას საშუალება მისცენ, თავიანთი მოვალეობა შეასრულონ. როგორც მინისტრმა „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის დაცვაა. „მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილი არიან პარლამენტის წინ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს და გუშინ პოლიცია აკეთებდა და აკეთებს მაქსიმუმს რათა დაიცვას უსაფრთხოება და გამოხატვის უფლება ჩვენი თანამოქალაქეების. ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის როგორც გამოხატვის უფლება, ასევე უსაფრთხოება. ამიტომ მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეკრებილია პარლამენტის წინ და ვთხოვო მათ, მიეცით საშუალება პოლიციას შეასრულონ თავისი უფლებამოსილება“, - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, ამ დროისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებს ხვდება და კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე მათ კითხვებს პასუხობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)