|
2018-05-12 22:15:46, 1427 ნახვა
კომენტარი
კალაძე ახალგაზრდებს: ყველანი ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვისაა
„ყველანი ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არ არის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშა, ამ საკითხზე მმართველი გუნდი პრემიერის ხელმძღვანელობით მთელი დღის განმავლობაში მსჯელობს. „მე ვსაუბრობ გუნდის სახელით. ჩვენ დილიდან შეკრებილები ვართ პრემიერის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე. ჩვენ ვისმენთ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვის მისაღები არ არის. ეს არის დიდი პრობლემა. შესაბამისად, აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი, ნახონ როგორი მოსაზრება გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და რას ვაპირებთ მომავალში, ვთავაზობთ იმ ახლაგაზრდებს რომ შემობრძანდნენ, ჩვენი კარი არის ღია. კედელი არასდროს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის. დასხდნენ ჩვენთან ერთად და მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებები“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)