|
2018-05-11 19:54:38, 1333 ნახვა
კომენტარი
მერსი ტემბონი: მტკიცედ გვწამს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა
მტკიცედ გვწამს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება არის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა ქვეყანაში - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში" განაცხადა . როგორც მერსი ტემბონმა განმარტა მცირე და საშუალო საწარმოების სექტორს საქართველოში აქვს რამდენიმე გამოწვევა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსების ხელმისაწვდომობა და აგრეთვე შესაბამისი ფინანსური განათლება. „საქართველო ძალიან წარმატებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საკითხში და გვსურს, რომ ეს ტემპი მომავალშიც შენარჩუნდეს. ამის საუკეთესო გზა კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაა", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში. მერსი ტემბონის განმარტებით ასეთი ტიპის კონფერენციის გამართვა ადასტურებს მცირე და საშუალო საწარმოების როლის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკაში. მან იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია დაეხმარება მის მონაწილეებს არსებული პრობლემების და გამოწვევების გადაჭრაში რაც შემდგომი სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)