|
2018-05-11 19:19:23, 1472 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია: ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი დაბრუნდა
ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი დაბრუნდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და მის მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს მომავლის და ქვეყნის წინსვლის არანაირი ხედვა არ აქვს. ,,სიახლე არაფერი არაა, გარდა იმისა რომ ფარაონი გამოჩნდა. კვლავ წარსულის და ოპონენტების ლანძღვა, საკუთარი თავის ქება, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უტიფარი განცხადება. ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამ კომუნისტური მოდელის შემოტანით, როცა პარტიის უფროსი არის პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელი და ყველა ინსტიტუტზე მაღლა მდგომი, უშველის არაფორმალურ მმართველობას, რაზეც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მიუთითებს. ჩვენი ქვეყნისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება ივანიშვილის თავში. არსებითი მნიშვნელობა აქვს როდის დავამთავრებთ ამ პოლიტიკურ უბედურებას არჩევნების გზით,’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" რიგით მე-5 ყრილობა ჩატარდა. პარტიის წევრებმა თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და ასევე პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)